მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში

                           მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში
18 მაისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა საექსკურსიო ტურის „მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში“ პრეზენტაცია ცენტრი, როგორც ხელნაწერი კულტურის საგანძურის მცველი, შეუერთდა მუზეუმების საერთაშორისო დღის აღნიშვნასა და მოაწყო საგანმანათლებლო–შემეცნებითი საექსკურსიო ტურის პრეზენტაცია.ტური მოიცავს მოსწავლეებისთვის ექსპოზიცია „ქართული ხელნაწერის“ გაცნობას, ხელნაწერების რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის ჩვენებას, ანიმაციური სლაიდის ნახვას ხელნაწერების შექმნის ისტორიაზე, სახალისო „ვორკშოპს“ სარესტავრაციო ლაბორატორიაში.

ამ ინიციატივას სიამოვნებით გამოეხმაურა IX 4 კლასი და 2 ივნისს ვეწვიეთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს .მოსწავლეები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილ ექსპონატებს ,ყურადღებით უსმენდნენ ცენტრის თანამშრომლებს, დაათველიერეს ივანე ჯავახიშვილის კაბინეტი,იმყოფებოდნენ დიგიტალიზაციის ლაბორატორიაში,გაეცნენ წიგნის აკინძვის ხერხს და მონაწილეობა მიიღეს ''ხელნაწერის '' აღდღენაში.
მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, ხშირად ეწვიონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მოწყობილ გამოფენებს და მონაწილეობა მიიღონ ცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий